logo
ENG



"რუსეთის აგენტების წინააღმდეგ" - 22 სექტემბერს, 11:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

21 სექ 202316:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/21/dcryegpbl3iwob9.png

22 სექტემბერს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის პარალელურად აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები არიან.

"რუსეთის აგენტების წინააღმდეგ - 22 სექტემბერს პარლამენტის უკან, დილის 11 საათზე! აქციის პარალელურად პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ"- ნათქვამია გირჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

22 სექტემბერს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.


close დახურვა